logo_geo
eng_logo
ანტონიო გუტიერეში: „ცივი ომი“ დაბრუნდა!
- +

13 აპრილი. 2018. 21:17

 

„ცივი ომი“ დაბრუნდა, რასაც თან ახლავს შურისძიება“, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, შექმნილია მდგომარეობა, როდესაც წარსულში არსებული ესკალაციისგან დასაცავი მექანიზმები და გარანტიები აღარ არსებობს.

 

გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი არასტაბილურობა საერთაშორისო მშვიდობისთვის საფრთხე გახდა.

 

ანტონიო გუტიერეშმა რეგიონის პრობელმატურ საკითხებად ირაელ-პალესტინის უთანხმოება, შიიტებისა და სუნიტების დაყოფა, ქურთების სტატუსი და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებული საფრთხეები დაასახელა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner