დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ლონდონი ამ ეტაპზე სირიის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს აღარ გეგმავს, თუმცა თუ ასადის რეჟიმი კვლავ გამოიყენებს ქიმიურ იარაღს, შესაძლოა, ბრიტანეთის მთავრობამ შეტევის შესაძლებლობა განიხილოს.
„სირიის რეჟიმის კუთვნილ ქიმიური იარაღის მწარმოებელ ქარხნებსა და საცავებზე იერიში სწორი ნაბიჯი იყო. ამჟამად სამხედრო ქმედებები არ განიხილება, რადგან მადლობა ღმერთს, ასადის რეჟიმი არ აღმოჩნდა ისეთი სულელი, რომ კიდევ ერთი ქიმიური შეტევა განეხორციელებინა“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.