logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: რუსეთის ურთიერთობა დასავლეთთან დღეს უფრო უარესია, ვიდრე „ცივი ომის“ დროს იყო
- +

16 აპრილი. 2018. 18:01

 

 

 

„დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობები დღეს უფრო ცუდ დონეზეა, ვიდრე „ცივი ომის“ დროს იყო“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

 

„ცივი ომის დროს არსებობდა საკომუნიკაციო არხები და არ იყო რუსოფობია, რომელიც გამოიყურება, როგორც გენოციდი სანქციების საშუალებით“, –აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

 

სირიაში სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით საუბრისას, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ის წარმოდგენილი მტკიცებულებები სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ეფუძნებოდა.

 

ლავროვის თქმით, 7 აპრილს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება არ მომხდარა. ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ სირიაში კოალიციური ძალების მიყენებულ ავია იერიშს რუსეთის მხრიდან აუცილებლად ექნება პასუხი.

 

14 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დამასკოსა და ჰომსის პროვინციაზე. ეს იყო კოალიციის პასუხი სირიის დედაქალაქის შემოგარენში, დუმაზე მიტანილ ქიმიურ შეტევაზე, რაშიც ისინი ასადის სამხედროებს ადანაშაულებენ.

 

სირიის ხელისუფლება უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას და აცხადებს, რომ თავდასხმა გაყალბებულია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სირიაში განხორციელებული სარაკეტო იერიში დაგმო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner