logo_geo
eng_logo
წინასწარი ცნობით, ტატუნაშვილის ცხედარს გარკვეული ორგანოები ამოცლილი აქვს
- +

16 აპრილი. 2018. 20:54

 

 

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის მამის გამოკითხვა და საქმის მასალების გაცნობა მცხეთის რაიონულ პროკურატურაში დასრულდა. შეხვედრა 8 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

 

საქმის ადვოკატის თამარ ავალიანის ვარაუდით, გამომდინარე იქიდან, რომ წინასწარი ინფორმაციით ტატუნაშვილის ცხედარს გარკვეული ორგანოები ამოცლილი აქვს, ამან შეიძლება ძიების პროცესში პრობლემები შექმნას. კერძოდ, ვერ გაირკვეს რეალურად რა იყო ტატუნაშვილის დაღუპვის მიზეზი.

 

სწორედ აქედან გამომდინარე, მათ ორი მოთხოვნა აქვთ - ცხინვალის მხარემ გადმოსცეს ეს ამოცლილი ორგანოები ქართულ მხარეს, რათა თბილისში ექსპერტიზა ჩაუტარდეს. ასევე გადმოსცეს ტატუნაშვილის გარდაცვალების სხვა დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაცია.

 

ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა ორი ან მეტი პირისთვის და მკვლელობის მუხლით, თუმცა ამ მუხლების გარდა გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner