logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა
- +

17 აპრილი. 2018. 15:31

 

 

„ჩვენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვერასოდეს ვერ ვიქნებით მძიმე დანაშაულებზე შეწყალების ასე ფართო გამოყენების მომხრე“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

„ეს არის ერთმნიშვნელოვანი ფაქტი, ჩვენ ეს პოზიცია გვაქვს და ყველგან გვექნება დაფიქსირებული. მაგრამ ჩვენი მიდგომა არ არის ის, რომ ერთი კონკრეტული ან რამდენიმე მძიმე და ტრაგიკული შემთხვევის ირგვლივ ავაწყოთ რაღაც სისტემური ცვლილებები.  ჩვენ ვთვლით, რომ მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ჰუმანური მიდგომა კი არ უნდა იყოს, არამედ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.  სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ჩვენ ასეთ აქცენტებს, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ მართლმსაჯულების სისტემის გამართული მუშაობა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება.

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უმკაცრესი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული, გამოძიება უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე. მოგეხსენებათ, რომ მსჯავრი წარდგენილია სხვა  მუხლით, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი“, - განაცხადა გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner