შსს ოჯახური დანაშაულის რეგისტრირებული შემთხვევების სტატისტიკას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, 2014 წელს – 591; 2015-901; 2016 – 1416; 2017-2192; 2018 წლის სამი თვის მონაცემებით, იანვრიდან მარტის ჩათვლით – 1000-ზე მეტი შემთხვევა დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ასეთ დანაშულებზე უწყებას უფრო ხშირად მიმართავენ. შესაბამისად, ბოლო ოთხ წელში თითქმის ოთხჯერ არის გაზრდილი უწყების მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერების რაოდენობაც.
ეს ინფორმაცია შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ დღეს პარლამენტის გენდერულ საბჭოს მიაწოდა.