-
+
18 აპრილი. 2018. 11:05
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი პარლამენტის გუშინდელ საგანგებო სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აირჩიეს. სარგსიანს ხმა 77 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი - 17 იყო. მისი კანდიდატურა სომხეთის მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ წარადგინა.
ქვეყანაში მიღებული ახალი კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრს პარლამენტი ირჩევს. ქვეყნის მთავრობის ფორმირება 15 დღის ვადაში უნდა დასრულდეს. ხუთი დღის ვადაში კი სარგსიანმა პრეზიდენტს ვიცე-პრემიერებისა და მინისტრთა კანდიდატურები უნდა წარუდგინოს.
სარგსიანის არჩევნები ერევანში საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართა.