logo_geo
eng_logo
უცხოელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი რთულდება
- +

21 აპრილი. 2018. 15:23

 

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესი იცვლება. თუ აქამდე უცხოელი საქართველოში 5 წლით ცხოვრების შემდეგ ქვეყნის მოქალაქეობას იღებდა, ცვლილებების მიხედვით, ეს 7 წლის შემდეგ შეეძლებათ.

 

გარდა ამისა, უცხოელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეზე იქორწინებდა, მოქმედი კანონით, ქვეყნის მოქალაქეობას 2 წლის შემდეგ იღებდა, ცვლილების შემდეგ კი 3 წლის შემდეგ შეეძლება.

 

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ ორივე ცვლილების შემდეგ, საქართველოში ყალბი ქორწინებებით უცხოელები საქართველოს მოქალაქეობას ვეღარ მიიღებენ.

 

ცვლილებებზე დღეს მესამე სამუშაო შეხვედრა იმართება და მას იურიდიული კომიტეტის წევრებთან ერთად იუსტიციის სამინისტროს, პარლამენტის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner