სოლო მომღერლებმა ია ტომაშმა და ანი გოზალიშვილმა გადაწყვიტეს, სასცენო კარიერა ერთად გააგრძელონ და ჩამოაყალიბეს ბენდი „GREEN AID".
ბენდი 6 მუსიკოსისგან შედგება სოლისტების ჩათვლით (კლავიში - გიორგი ღამბაშიძე; დასარტყამი ინსტრუმენტი - გიორგი გვანცელაძე; ბას-გიტარა - ვოვა გრიგორიანცი; სოლო გიტარა - მიხეილ არახამია).
ახალშექმნილი ბენდი აპირებს, რომ მსმენელს საკუთარი მუსიკა შესთავაზოს.
„ბენდი და ცოცხალი შესრულება ყველა მუსიკოსისთვის არის ძალიან დიდი ბედნიერება. გაგვიმართლა, რომ ასეთი ბენდი გვხვდა წილად.
ბენდის სახელწოდება სპონტანურად გადაწყდა: მწვანე (green) იმიტომ, რომ ჰარმონიის სიმბოლოა.და ასევე გვაქვს იმის ამბიცია, რომ ვიყოთ მუსიკალური AID ჩვენი მსმენელისთვის", ამბობს ია ტომაში.