logo_geo
eng_logo
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების 324 ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

29 აპრილი. 2018. 10:45

 

 

„შსს-მ ერთი თვის განმავლობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების 324 ფაქტზე გამოძიება დაიწყო“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აქტიურად განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს.

 

სამართალდამცველებმა ბოლო 1 თვის განმავლობაში,  მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების 324 ფაქტზე გამოძიება  დაიწყეს.  72 პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა. ამავე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  ამოიღეს:

  • ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი - 12
  • კარაბინები, შაშხანები და სანადირო თოფები - 73
  • ცეცხლსასროლი პისტოლეტები და რევოლვერები - 34
  • თვითნაკეთი, კუსტარული და გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი - 11
  • აირის, ხმოვანი და პნევმატური იარაღი - 18
  • ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის და კალიბრის საბრძოლო ვაზნა.

 

აღსანიშნავია, რომ 1 იანვრიდან დღემდე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ან ტარების 659 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.  155 პირის მიმართ დაწყებულია სამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აქტიურად განაგრძობს უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღებას, რაც უწყების მიერ მძიმე დანაშაულების პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner