-
+
6 მაისი. 2018. 14:48
ერაყის ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე ავიაიერიში მიიტანა. სამიზნე „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები იყო.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჰაიდერ ალ-აბადის თქმით, ავიადარტყმები მიიტანეს სირიის სამხრეთით მდებარე ქალაქ დეშაიშასთან ახლოს მდებარე შენობებზე, რომლებიც ტერორისტებს ეკუთვნით. მისივე თქმით, სამიზნეები სრულად განადგურებულია.
შეგახსენებთ, რომ ერაყის მთავრობამ „ისლამურ სახელმწიფო“ დამარცხებულად შარშან დეკემბერში გამოაცხადა, თუმცა როგორც ბაღდადში აცხადებენ, ტერორისტული დაჯგუფების წევრები ჯერ კიდევ რჩებიან სირიისა და ერაყის მოსაზღვრე რაიონებში და ერაყს საფრთხეს უქმნიან.