სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა
-
+
8 მაისი. 2018. 17:04
სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა ნიკოლ ფაშინიანის სომხეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
ოპოზიციის ლიდერი სომხეთის მთავრობის მეთაურად დღეს პარლამენტმა აირჩია. მას მხარი 59 დეპუტატმა დაუჭირა, 42 წინააღმდეგი იყო.
ნიკოლ ფაშინიანმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა 15 დღის ვადაში უნდა დაასახელოს.