logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ ბირთვული შეთანხმებიდან გასვლას აპირებს
- +

8 მაისი. 2018. 21:08

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ ბირთვული შეთანხმებიდან გასვლას აპირებს, – ამ ინფორმაციას გამოცემა New York Times-ი ავრცელებს.

 

გამოცემის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი ბირთვული შეთანხმებით შეჩერებული სანქციები განახლებას და ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებასაც გეგმავს. აშშ-ის პრეზიდენტმა განცხადება უახლოეს საათებში უნდა გააკეთოს.

 

2015 წელს დადებულ ირანის ბირთვულ შეთანხმებას დონალდ ტრამპი ისტორიაში ყველაზე ცუდ ხელშეკრულებად მოიხსენიებს. ტრამპის პოზიციის მიუხედავად, გერმანია, ბრიტანეთი და საფრანგეთი შეთანხმებაში რჩებიან.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner