logo_geo
eng_logo
ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ სანქციებს 180 დღეში აღადგენს
- +

9 მაისი. 2018. 02:21

 

„აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო 180 დღის განმავლობაში აღადგენს სანქციებს ირანის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

სანქციების ნაწილი ამოქმედდება უკვე 6 აგვისტოს, ანუ 90 დღეში. შეზღუდვები მოიცავს ასევე ირანის მთავრობის მიერ აშშ-ის დოლარის შეძენას და ნედლეული პროდუქციით ვაჭრობას, ასევე სანქციები გავრცელდება ირანის საავტომობილო წარმოებაზე.

 

180 დღის შემდეგ, 4 ნოემბრისთვის, ძალაში შევა სანქციები ირანის ნავთობის, ენერგეტიკის და საბანკო სექტორების წინააღმდეგ.

 

8 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმებიდან გადის და ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციებს აღადგენს. ირანმა და ევროპულმა ქვეყნებმა კი განაცხადეს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილების მიუხედავად შეთანხმებას შეინარჩუნებენ.

 

2015 წელს აშშ-მა, საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა ირანთან მიღწიეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თეირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის სანაცვლოდ საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ირანის მიერ ნავთობით ვაჭრობის აკრძალვის გაუქმებას. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა იყო. 2016 წლის იანვარში ირანის მიმართ საერთაშორისო სანქციების ნაწილი გაუქმდა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner