logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი: ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს
- +

10 მაისი. 2018. 15:51

 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ახენში, პეტრო პოროშენკოსთან და ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის პარტნიორები ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღადგინონ.

 

„ვიცით, რომ საერთაშორისო კონფლიქტების მოსაგვარებლად, ხშირ შემთხვევაში დრო არის საჭირო, თუმცა სამომავლოდაც ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ უზრუნველვყოთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“, - განაცხადა მერკელმა.

 

შეგახსენებთ, დღეს ახენში ერთმანეთს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებული მდგომარეობა იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner