მიანმარში მეამბოხეების თავდასხმა სულ მცირე 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან სამართალდამცველებიც. ამის შესახებ Aljazeera წერს.
მომხდარის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა. როგორც მიანმარის მთავრობის სპიკერმა განმარტა, თავდასხმა ჩინეთის საზღვართან ახლოს მოხდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა „ტაანგის ეროვნულმა განმანთავისუფლებელმა არმიამ“ აიღო. TNLA ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.