-
+
13 მაისი. 2018. 16:02
ავღანეთში, რამდენიმე ადამიანი ქალაქ ჯალალაბადში, სამთავრობო შენობას დაესხა თავს. ქალაქში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა, რასაც სროლა მოჰყვა. აფეთქებების სერიას სულ მცირე, 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაიჭრა 36.
ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. შენობას, რომელსაც ბოროტმოქმედები თავს დაესხნენ, შავი კვამლი ფარავს. მათვე ცნობით, სამთავრობო შენობასთან ყუმბარმტყორცნებით შეიარაღებული სულ მცირე, 4 თავდამსხმელი შენიშნეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.