-
+
17 მაისი. 2018. 14:10
მთავრობის ადმინისტრაციასთან უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. გადაკეტილია ადმინისტრაციის შენობასთან მისასვლელი ყველა ძირითადი და მიმდებარე ქუჩა. სამართალდამცველები ამოწმებენ ყველას, ვინც ინგოროყვას ქუჩაზე შედის.
სამართალდამცველთა ჯაჭვი აქვს შემორტყმული კანცელარიის წინ ტერიტორიას, სადაც შესაძლოა აქციის მონაწილეები გამოჩდნენ. შესაძლოა, კანცელარიასთან ცალკეული პირები საკუთარი ინიციატივით მივიდნენ.
17:00 საათისთვის ადგილზე შეკრებას გეგმავენ „ქართული მარშის“ წევრებიც. კანცელარიასთან ასობით პოლიციელია მობილიზებული, ადგილზე მიიყვანეს ე.წ. ყვითელი ავტობუსებიც.
დღეს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეც აღინიშნება, თუმცა ლგბტ ჯგუფმა თბილისში აქციის გამართვა გადაიფიქრა.