რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მილოცვაში, რომელიც მან ოკუპირებული აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა, ნათქვამია, რომ რუსეთი აფასებს იმ წვლილს, რომელიც აფხაზეთს სამოკავშირეო ურთიერთობების მთელი კომპლექსის განვითარებაში შეაქვს.
„ჩვენ კმაყოფილები ვართ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში შევძელით რუსულ-აფხაზური საგარეო პოლიტიკური კოორდინაციის ეფექტური მექანიზმის დახვეწა. ეს გვაძლევს საშუალებას საერთო ძალისხმევით გავაძლიერთო რეგიონალური სტაბილურობა და უსაფრთხოება, გავაფართოოთ აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციები და ჟენევის დისკუსიებზე ერთიანი ფრონტით წარვდგეთ. ახლა აფხაზეთმა ადეკვატურად უნდა უპასუხოს როგორც ღიად მტრულ დამოკიდებულებას, ისევე მოჩვენებით მეგობრულობას და ყოველთვის იხელმძღვანელოს დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გრძელვადიანი ინტერესებით“, - ნათქვამია მილოცვის წერილში.