სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება facebook-ში გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთი ქალბატონი უცნობ მამაკაცს მისი ოჯახის კუთვნილი ავტომობილის მინების ჩაამსხვრევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მამაკაცმა მისი ოჯახის წევრების მიმართულებით იარაღი ისროლა.
შსს-ს ცნობით, დადგენილია ვიდეოში ასახული პირები და ავტომანქანა, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ.
„სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით პოლიციამ ოპერატიულად მოახდინა რეაგირება, დაწყებულია გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
დადგენილია ვიდეოში ასახული პირები და ავტომანქანა, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ.
ამ დროისთვის, პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ვიდეოშია დაფიქსირებული“, – აცხადებენ შსს-ში.