ჰავაის დიდ კუნძულზე მორიგი ევაკუაცია გამოცხადდა. ასობით ადამიანი იძულებული გახდა თავიანთი სახლები დაეტოვებინათ, რადგან ვულკანმა კილაუეამ კიდევ ერთხელ ამოაფრქვია ლავა.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანის ამოფრქვევა ჰავაის კუნძულებზე 2 კვირაა გრძელდება. ამ ეტაპზე უკვე 2 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.