-
+
20 მაისი. 2018. 11:23
თურქული მედიის ცნობით, რეჯეფ ტაიპ ერდოღანზე თავდასხმა მზადდება.
არსებული ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტზე თავდასხმას ბალკანეთის ქვეყნებში მყოფი წარმომავლობით თურქი მოქალაქეები გეგმავენ.
თურქი ჟურნალისტების ინფორმაციით, შესაბამისი ცნობები თურქ სამართალდამცავებს მაკედონიის დაზვერვამ მიაწოდა.
აღნიშნულ ინფორმაციას თურქული მედია ერდოღანის ბალკანეთში ვიზიტამდე ავრცელებს.
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ბოსნია და ჰერცოგოვინაში დღეს უნდა ჩავიდეს.