logo_geo
eng_logo
სალონიკის მერი თავდასხმის შედეგად ჰოსპიტალიზირებულია
- +

21 მაისი. 2018. 12:17

 

 

საბერძნეთის ქალაქ სალონიკის მერი იანის ბუტარისი ულტრამემარჯვენე პარტიის წარმომადგენლებმა სცემეს. ბუტარისი მიყენებული ტრავმების გამო ჰოსპიტალიზირებულია.

 

75 წლის მერმა დარტყმები ფეხის და თავის არეში მიიღო. ნაციონალისტების ჯგუფი იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ ანტინაციონალისტური ხედვით ცნობილი მერი ეთნიკური ბერძნების მკვლელობის ხსოვნის დღის აღმნიშვნელ ღონისძიებაზე მივიდა.

 

19 მაისს საბერძნეთში პირველი მსოფლიო ომის დროს თურქების მიერ ეთნიკური ბერძნების მკვლელობის ხსოვნის დღე აღინიშნება.

 

ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის კალიპსო გულას განცხადებით, ადამიანთა ჯგუფი ითხოვდა, რომ ბუტარისს ცერემონია დაეტოვებინა. ულტრამემარჯვენეებმა მას ბოთლებიც დაუშინეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner