ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა.
17 მოსამართლისგან შემდგარ დიდ პალატას თავდაპირველად საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა ბენ ემერსონმა, შემდეგ მოპასუხეებმა - რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და ადვოკატმა მიმართეს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ეს იყო უკომპრომისო, მაგრამ სამართლიანობისათვის და სამართლისათვის ბრძოლა.
„ამ საქმეს ექნება მნიშვნელობა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის ფარგლებში სხვა კონფლიქტებისთვის - უკრაინასა და მოლდოვაში. რუსული მხარისგან არგუმენტების ნაცვლად ჩვენ მოვისმინეთ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ და ერთადერთი პასუხის, რომ რაც საქართველომ წარმოადგინა, არის სიყალბე, შეთქმულება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციას დღეს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.