-
+
12 ივნისი. 2018. 20:33
შსს-მ თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე იარაღიდან გასროლილი ტყვიის ცხრა მასრა ნივთმტკიცებად ამოიღო.
შსს-ს ცნობით, იკითხებიან თვითმხილველები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება თბილისში, ი. მოსაშვილის ქუჩაზე მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით.
აღნიშნულ ქუჩაზე ოპერატიულად გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
„პოლიციამ შემთხვევის ადგილის მიმდებარე პერიმეტრი დაიცვა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ცხრა მასრა ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ მიმდინარეობს ფაქტის თვითმხილველთა გამოკითხვა“, – აცხადებენ შსს-ში.
თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე სროლა ცოტა ხნის წინ იყო.