logo_geo
eng_logo
პარიზში უცნობმა მამაკაცმა ორი ადამიანი მძევლად აიყვანა
- +

12 ივნისი. 2018. 22:17

 

 

პარიზში უცნობმა მამაკაცმა ორი ადამიანი მძევლად აიყვანა. გამოცემა France Info-ს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი სპეცოპერაციას ატარებს.

 

რადიოსადგურ France Bleu-ს ცნობით, მძევალთაგან ერთ-ერთი ფეხმძიმე ქალია. ფრანგულ მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი მამაკაცი ირანის საელჩოსთან დაკავშირებას ითხოვს და ამბობს, რომ ასაფეთქებელი და ცეცხლსასროლი იარაღი აქვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner