logo_geo
eng_logo
აზერ სულეიმანოვი ქვემო ქართლის პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
- +

13 ივნისი. 2018. 16:52

 

საქართველოს პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი ქვემო ქართლის პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.

 

სულეიმანოვმა პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, რომ ის წაყენებულ ბრალს არ აღიარებს, თუმცა ადასტურებს, რომ იმ საღამოს დაზარალებულს შეხვდა.

 

„ვკითხე, რატომ ლაპარაკობ ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, როცა არ ხარ ჩვენი წევრი, ვინ დაგავალა-თქო. ამის შემდეგ ის წავიდა და მერე რა მოხდა, მე არ ვიცი. ჩაიხანაში იყვნენ საკრებულოს დეპუტატებიც. მე არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია",- განაცხადა აზერ სულეიმანოვმა.

 

შეგახსენებთ, გუშინ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

 

სტუდია „მონიტორის“ სიუჟეტში ნათქვამია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პირზე ზეწოლა პარტია „ქართული ოცნების“ ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner