logo_geo
eng_logo
არჩილ ტატუნაშვილის მამა ვარაუდობს, რომ მისი შვილის წამებაში დამხმარე პირების დასჯა რთული იქნება
- +

15 ივნისი. 2018. 16:11

 

 

არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი ვარაუდობს, რომ მისი შვილის წამებაში დამხმარე პირების დასჯა რთული იქნება, რადგან ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ გიორგი ტატუნაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პირველი სხდომის დაწყებამდე მცხეთის სასამართლოში განაცხადა.

 

„ძნელია მათი დასჯა და იქიდან გამოყვანა, მაგრამ მოლოდინი მაქვს, ადრე თუ გვიან დაისჯებიან“, – განუცხადა ტატუნაშვილმა ჟურნალისტებს.

 

გიორგი ტატუნაშვილი გამოძიების პროცესს დადებითად აფასებს. ოჯახის ადვოკატი თამარ ავალიანი კი ამბობს, რომ ახლა მთავარია უშუალოდ წამებაში მონაწილე პირების გამოვლენა.

 

მცხეთის სასამართლოში არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პირველი სხდომა იმართება.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner