logo_geo
eng_logo
მაკედონიისთვის სახელის შეცვლას საბერძნეთში აქცია და პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა
- +

17 ივნისი. 2018. 20:02

 

საბერძნეთისა და მაკედონიის პრემიერ-მინისტრების მიერ მაკედონიისთვის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით დოკუმენტების ხელმოწერას, საბერძნეთში პროტესტი მოჰყვა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ.

 

აქციაში 500-მდე ბერძენი მონაწილეობდა, რომელთა წინააღმდეგაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, შეტაკებისას სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა.

 

მაკედონიას ამიერიდან ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდება. ორი ქვეყნის საზღვართან, შეთანხმებას ხელი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა, მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა, ზორან ზაევმა და გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა 17 ივნისს მოაწერეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner