რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის მცხოვრებლები: 27 წლის გოჩა ბერიანიძე და 19 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის დააკავეს.
დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით, ისინი სოფლის სალოცავში წავიდნენ. სწორედ ამ დროს გაიტაცეს ოკუპანტებმა.
მათ სავარაუდოდ, ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანენ.