-
+
23 ივნისი. 2018. 17:08
ეთიოპიის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ეთიოპიის ახალი პრემიერ-მინისტრი აბიი აჰმედი ქალაქ ადის-აბაბას ცენტრალურ მოედანზე საკუთარ მხარდამჭერებს ხვდებოდა, როცა მის სიახლოვეს ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იმყოფებოდა.
დაშავებულთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.
წყარო :