logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: უნდა ველოდოთ თურქეთის საკმაოდ აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს მიმართულებით
- +

28 ივნისი. 2018. 19:41

 

 

„თურქეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ძალიან დიდი და ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება. თურქეთში, ფაქტობრივად, იცვლება პოლიტიკური სისტემა და ხდება ძალიან მკაცრი საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყანა“, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„თურქეთი შეეცდება, იყოს არა მხოლოდ რეგიონალური ჰეგემონი ახლო აღმოსავლეთში, არამედ კავკასიის რეგიონში. უნდა ველოდოთ თურქეთის საკმაოდ აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს მიმართულებით. თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობა იმდენად დადგება დღის წესრიგში, თურქეთი დარჩება თუ არა NATO-ში.

 

არაა გამორიცხული, რომ ამერიკა-თურქეთის, NATO-თურქეთის, ევროკავშირ-თურქეთის, NATO-ს წევრ ქვეყნებთან, გერმანიასთან, ბენილუქსის ქვეყნებთან, საფრანგეთთან გართულებული ურთიერთობის ფონზე თურქეთმა დაიწყოს NATO-სგან დისტანცირების პროცესი. ეს გამოჩნდება უახლოეს პერიოდში, NATO-ს სამიტზე ბრიუსელში. არ მგონია, ერდოღანსა და ტრამპს შორის შედგეს სასიამოვნო დიალოგი.

 

მეორეც - თურქეთი არ აპირებს, უარი თქვას რუსულ შეიარაღებაზე - არა მარტო საჰაერო-სარაკეტო კომპლექსებზე, არამედ სტრატეგიული დანიშნულების მეხუთე თაობის ბომბდამშენებსა და ავიაგამანადგურებლებზე. ეს ნიუანსებიც უნდა გავითვალისწინოთ“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner