logo_geo
eng_logo
ვინ იქნება მთავარი პროკურორი?!
- +

2 ივლისი. 2018. 13:49

 

 

„მთავარის“ მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, მთავარი პროკურორის პოზიციაზე შალვა თადუმაძის კანდიდატურა განიხილება. უფრო მეტიც, აღნიშნული კანდიდატურის შესახებ გადაწყევტილება მიღებულია და რამდენიმე დღეში წარადგენენ.

 

ამ ეტაპზე, შალვა თადუმაძე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს, მან მაია ცქიტიშვილი მას შემდეგ შეცვლა, რაც ამ უკანასკნელმა მინისტრის სავარძელი ჩაიბარა. მანამდე თადუმაძე მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო. მას ადვოკატობის დიდი გამოცდილება აქვს, იყო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და მთავრობაში გადანაცვლებამდე საკუთარ საადვოკატო ბიუროს – „შალვა თადუმაძე და ბი ელ ფი კონსალტინგს“ ხელმძღვანელობდა.

 

http://mcm.ge/

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner