logo_geo
eng_logo
ნიკე კეშელავა: ქალებისგან შურს ვგრძნობ!
- +

8 მაისი. 2016. 00:58

 


ბოლო დროს ნიკე კეშელავა საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. გასაკვირი არც არის - ის სტანისლავ ბონდარენკოს მეწყვილეა პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში".
როგორი ადამიანია ბონდარენკო, რა უყვარს, რა არ მოსწონს - ასეთი კითხვებით ხშირად მიდიან ნიკესთან. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში ნიკე ბონდარენკოს თაყვანისმცემელ ქალებში გაღიზიანებასაც იწვევს საკმაოდ თამამი ცეკვების გამო.

„არ დაიჯერებთ, მაგრამ სიყვარულსთვის დრო არ მაქვს. ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება.
პარკეტზე როლში შედიხარ, მაგრამ პარკეტის გარეთ, სტასს როგორც ძმას
, ისე ვუყურებ.
ქალებისგან, რა თქმა უნდა, შურს ვგრძნობ, მაგრამ რა ვქნათ?
მე მეკითხებიან, სად ტარდება ვარჯიშები, რომ სტასი ნახონ.
ლოპოტაზე რომ ვიყავით, სტასის გამო ისეთი ამბავი ატყდა, რომ... ყველას მასთან უნდოდა ფოტოს გადაღება, ავტოგრაფებს ართმევდნენ, კიოდნენ",
- ამბობს
ნიკე კეშელავა.

 

 

წყარო: „სარკე“

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner