-
+
16 ივლისი. 2018. 16:55
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვედრის დაწყებამდე მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატი იყო.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ლიდერები არაერთ საკითხზე ისაუბრებენ, სავაჭრო საკითხებით დაწყებული, ჩინეთით დასრულებული.
„ერთად კარგი შესაძლებლობა გვაქვს, ურთიერთობის დალაგება კარგია. მსოფლიოს ამის ნახვა სურს. ჩვენ მსოფლიო ბირთვული არსენალის 90 პროცენტს ვფლობთ და ეს არ არის კარგი. ეს ცუდია და იმედი მაქვს, ამაზე ვისაუბრებთ. ეს არ არის პოზიტიური ძალა, ეს ნეგატიური ძალაა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.