ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
-
+
21 ივლისი. 2018. 14:20
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა ბრალდებულ დ.ღ.-ს მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
როგორც პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე არასრულწლოვანს გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის ცრუ ინფორმაციისა და ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.