დონალდ ტრამპის ქალიშვილმა ბიზნესიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის თაობაზე Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ივანკა ტრამპი რამდენიმე თვის განმავლობაში ფიქრობდა ამ გადაწყვეტილებაზე. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისმა მუშაობამ ინტერესთა კონფლიქტის გამო მის ბიზნესს ბევრი წინააღმდეგობა შეუქმნა. კომპანიის დახურვის შესახებ თანამშრომლებს უკვე შეატყობინეს. ივანკა არ აკონკრტებს, დაუბრუნდება თუ არა ბიზნესს მომავალში.
ივანკა ტრამპს ეკუთნოდა საიუვილერო ბრენდი Ivanka Trump-ი, რომელიც მოგვიანებით გაფართოვდა და ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოებაც დაიწყო. 2014 წლიდან, როცა დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდნეტი გახდა, ივანკა ტრამპის ბიზნესს ბევრი აკრიტიკებდა. 2017 წლიდან კი აშშ-ში რამდენიმე მაღაზიამ, მათ შორის Nordstrom-მა ტრამპის ქალიშვილის კომპანიის პროდუქციის გაყიდვაზე უარი თქვა.