logo_geo
eng_logo
გერმანიაში ხანძრის გამო შესაძლოა მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყოს
- +

26 ივლისი. 2018. 22:30

 

 

გერმანიაში, ბრანდენბურგის ფედერალურ მიწაზე ხანძარმა 90 ჰექტარზე ტყე გაანადგურა. ამის შესახებ NY Times-ი წერს.

 

ხელისუფლებამ ტყესთან ახლოს მდებარე სოფლის, ფიხდენვალდის მოსახლეობა შესაძლო ევაკუაციის შესახებ გააფრთხილა. მათ ტანსაცმლის, მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა და მედიკამენტების წასაღებად გამზადებას ურჩევენ. სოფელი დედაქალაქიდან, ბერლინიდან 35 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

 

ცეცხლი პოსტდამისა და ლაიფციგის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალს უახლოვდება.

 

რამდენიმე დღეა, ხანძარს ებრძვიან საბერძნეთშიც. ბოლო მონაცემებით, აქ ტყის ხანძრის შედეგად დაშავებულია 200-მდე ადამიანი. დაღუპულია 81 ადამიანი, მათგანი 23 ბავშვია. ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner