logo_geo
eng_logo
ესპანეთში ტყის ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო
- +

30 ივლისი. 2018. 13:18

 

 

ესპანეთის ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო 400 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძარი ანდალუსიის ავტონომიურ რეგიონში მდებარე დასახლებულ პუნქტ მანილვაში მძვინვარებს.

 

სტიქიის გამო გადაკეტილია ჩქაროსნული ავტომაგისტრალი. საგანგებო სამსახურებში 150-მდე შეტყობინება შევიდა.

 

ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობენ მეხანძრეები და ვერტმფრენიც. ამ ეტაპზე სიტუაცია სტაბილურია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner