-
+
1 აგვისტო. 2018. 15:11
მიმდინარე წლის 1 აგვისტოს თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოჩენილ იქნა 1979 წელს დაბადებული დ.ჯ.-ს ცხედარი.
„გამოძიების პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში დაზიანება აღენიშნება. დ.ჯ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.