ცნობილი იტალიელი მოქანდაკე მაურიციო კატელანის ქანდაკება მუხლებზე დაჩოქილი ადოლფ ჰიტლერი, „კრისტის" აუქციონზე 17,2 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ქანდაკება სახელწოდებით „ის" (He), რომლის სიმაღლეც 101 სანტიმეტრია, 15 წლის წინ ცვილისა და ფისისგან არის შექმნილი.
იტალიელი თვითნასწავლი მხატვრის თქმით, მან რამდენჯერმე სცადა ქანდაკების განადგურება. მისივე თქმით, ეს სკულპტურა ბოროტების განსახიერებაა.
მიუხედავად ამისა, ქანდაკების ღირებულებამ მხატვრის პირადი რეკორდი მოხსნა. ამ დრომდე კატელანის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი 7,9 მილიონ დოლარად გაიყიდა.