logo_geo
eng_logo
საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა
- +

4 აგვისტო. 2018. 22:08

 

საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ალბანეთი 93:47 დაამარცხა. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

 

ალბანეთთან 46 ქულით მოგებულ მატჩში საქართველოს ნაკრებს ლიდერობა საბა გიგიბერიამ გაუწია. მან 23 ქულა, 9 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა.

 

19 ქულით და 4 ჩაჭრით თავი გამოიჩინა დავით კაკუშაძემ. ირაკლი სულხანიშვილის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა.

 

5 აგვისტოს საქართველოს ნაკრები დანიასთან ბოლო მატჩს გამართავს. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.

 

ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ეს საქართველოს მე-2 გამარჯვებაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner