საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ალბანეთი 93:47 დაამარცხა. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ალბანეთთან 46 ქულით მოგებულ მატჩში საქართველოს ნაკრებს ლიდერობა საბა გიგიბერიამ გაუწია. მან 23 ქულა, 9 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა.
19 ქულით და 4 ჩაჭრით თავი გამოიჩინა დავით კაკუშაძემ. ირაკლი სულხანიშვილის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა.
5 აგვისტოს საქართველოს ნაკრები დანიასთან ბოლო მატჩს გამართავს. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ეს საქართველოს მე-2 გამარჯვებაა.