logo_geo
eng_logo
პორტუგალიაში ძლიერი სიცხის შედეგად გაჩენილ ხანძრებს ვერ აქრობენ
- +

5 აგვისტო. 2018. 12:24

 

პორტუგალიაში ძლიერი სიცხის შედეგად გაჩენილ ხანძრებს ვერ აქრობენ. ალგარვეს რეგიონის ტყეში ცეცხლის ლიკვიდაციაში 740-ზე მეტ მეხანძრეა ჩართული. ხანძარი რეგიონის სამხრეთ ნაწილში მონჩიკეს რაიონში მძვინვარებს, რომელიც ტურისტებს შორის პოპულარობით სარგებლობს.

 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ 10 საცხოვრებელი სახლიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა. ხანძრის ჩაქრობას 10 თვითმფრინავი ცდილობს.

 

შეგახსენებთ, შარშან პორტუგალიის ტყეში ხანძრებს 114 ადამიანი ემსხვერპლა. წელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ზაფხულია. ჰაერის ტემპერატურა ესპანეთსა და პორტუგალიაში 45 გრადუსს ცელსიუსს აღწევს.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner