რუსეთსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა ისევ იძაბება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ათენის მიერ ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გაძევების საპასუხო ზომა მიიღო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საბერძნეთის ელჩს ანდრეას ფრიგანასუს საპროტესტო ნოტა გადასცეს, ამასთან, მოსკოვი ქვეყნიდან ბერძენ დიპლომატებს აძევებს.
11 ივლისს, საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევეს. გავრცელებული ცნობით, დიპლომატები საბერძნეთსა და მაკედონიას შორის შეთანხმების ჩაშლას ცდილობდნენ. ამ გადაწყვეტილების გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საბერძნეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადეს, თუმცა ბერძენი დიპლომატების გაძევება მაშინ გადაიფიქრეს.
რუსეთს პასუხად ათენს განუცხადა, რომ მათ პოლიტიკაზე "მესამე ძალები" მოქმედებდნენ. სანაცვლოდ, საბერძნეთმა რუსეთი "მუდმივ უპატივცემულობაში" დაადანაშაულა.
საბერძნეთის საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ რუსი დიპლომატების გაძევების მიზეზად "მესამე" პირების გავლენის დასახელება, იმ ადამიანების წარმოსახვაა, რომლებსაც არ ესმით ნამდვილი დიპლომატია, დემოკრატია და პოლიტიკა.