-
+
9 აგვისტო. 2018. 13:48
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტს დღეს დაკავებული დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართეს.
როგორც დეკანოზის ერთ-ერთმა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, შეწყალების თხოვნით მიმართვა იქიდან გამომდინარე მოხდა, რომ საზოგადოებამ დაინახა, როგორი სამართლებრივი დარღვევები არსებობს საქმეში.
შეკითხვაზე, აქვთ თუ არა მოლოდინი ადვოკატებს, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს, გიორგი ფანცულაიამ უპასუხა, რომ მას ვერ წარმოუდგენია, პრეზიდენტმა თხოვნაზე სწორი გადაწყვეტილება არ მიიღოს და დეკანოზი არ შეიწყალოს.