-
+
9 აგვისტო. 2018. 20:46
კატალონიის ჯანდაცვის კომიტეტის ინფორმაციით, ძლიერი სიცხის შედეგად, ბარსელონაში ორი ადამიანი დაიღუპა.
ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა.
ბოლო რამდენიმე დღეა, ქვეყანაში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, რამდენიმე რეგიონში 40 გრადუსიც კი დაფიქსირდა.
ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან და რაც შეიძლება, მეტი სითხე მიიღონ.