logo_geo
eng_logo
შსს-მ სამეგრელოში ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
- +

11 აგვისტო. 2018. 10:40

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი  კ. ხ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით 2 მოქალაქეს 4000 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა კ. ხ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის ავტომატური ცეცხლსასროლი  იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

 

გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179 -ე მუხლის 1 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner