სუს-ი: მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვაზე დაბარება უკავშირდება მის განცხადებას, რომ სუს-თან თავის აფეთქებას გეგმავდა
-
+
14 აგვისტო. 2018. 11:36
„მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვაზე დაბარება უკავშირდება მის განცხადებას, რომ სუს-თან თავის აფეთქებას გეგმავდა“, – ამის შესახებ „პირველ არხს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე 12:00 საათზე არის დაბარებული.
როგორც პირველ არხს სუს-იდან აცნობეს, მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე სისხლის სამართლის კოდექსის 18-323-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში არის დაბარებული. როგორც სუს-ში განმარტეს, საქმე ეხება 2018 წლის 31 მაისს, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის შეფიცულებთან ერთად, სუს-თან მისვლას და თავის აფეთქებას გეგმავდა.
წყარო :