გაბონის სანაპიროსთან დაკარგული გემი, რომელზეც საქართველოს 17 მოქალაქე იმყოფებოდა იპოვეს!
-
+
24 აგვისტო. 2018. 00:19
გაბონის სანაპიროსთან 14 აგვისტოს დაკარგული ნავთობის ტანკერი, რომელზეც საქართველოს 17 მოქალაქე იმყოფებოდა, ნაპოვნია.
African News-ის ინფორმაციით, გემი მრავალეროვნულმა საკოორდინაციო ცენტრმა კონგოში აღმოაჩინა.
გამოცემა წერს, რომ საზღვაო სივრცის კონტროლის უზრუნველყოფის მისიას ცენტრალური აფრიკის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრი ახორციელებდა.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი, 121 მეტრის სიგრძის გემზე, რომელსაც 7 000 ტონა საწვავი გადაჰქონდა, საქართველოს 17 და რუსეთის ორი მოქალაქე იმყოფებოდა. ტანკერი რადარებიდან 14 აგვისტოს გაუჩინარდა.
წყარო :